თეგი: მარკ მილი

აშშ-ის გენშტაბის უფროსმა ბირთვული ომის საფრთხეზე ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა

აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ ბირთვული ომის საფრთხეზე სერგეი ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა. „ყოველთვის, როცა ქვეყნის ლიდერი იწყებს მუქარით საუბარს ბირთვულ ომზე, ამას ყველა სერიოზულად იღებს", - განაცხადა მილმა CNN-თან. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.  

გენერალი მარკ მილი: მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, ამის შესახებ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე, დეპუტატებს განუცხადა. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც ჩემი მშობლები და თაობები ასე იბრძოდნენ”, - განაცხადა მილიმ. მისი თქმით, მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება. „დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება და არა მცირდება“, - განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა. გენერალმა დაამატა, რომ აშშ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ გეო-სტრატეგიულ გადახრის წერტილში იმყოფება, სადაც შეერთებული შტატების არმიამ ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა და მოდერნიზება მომავლისთვის.„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საფრთხეს ვუქმნით მომავალი თაობების უსაფრთხოებას”, - განაცხადა მარკ მილიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მარკ მილის თქმით, ჩინეთი აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის უფრო აგრესიული და საშიში გახდა

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უფრო აგრესიული და საშიში გახდა.  ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობისას მილიმ განაცხადა: „გზავნილი არის ის, რომ ჩინელი სამხედროები ჰაერსა და ზღვაში, უფრო და უფრო აგრესიული გახდნენ ამ კონკრეტულ რეგიონში“. მარკ მილი ინდონეზიის ეროვნული თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ანდიკა პერკასას შეხვდა. მისი თქმით, წყნარი ოკეანის ქვეყნებს, მათ შორის ინდონეზიას, სურთ აშშ-ის სამხედროების ჩართულობა რეგიონში. „ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ მათთან თავსებადობის განვითარების და ჩვენი სამხედროების ერთობლივად მოდერნიზების მიზნით, რათა ჩინეთის მიერ წარმოქმნილ  ნებისმიერ გამოწვევაზე პასუხი უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა მარკ მილიმ. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე მისი თქმით, ინდონეზია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და დიდი ხანია, აშშ-ის მთავარი პარტნიორია.

ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, „სიტუაცია რთულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადი და ვითარდება უკრაინის გეგმის მიხედვით“. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ჯარების იარაღითა და მასალით მომარაგების საკითხი. „მე მქონდა საუბარი გენერალ მარკ მილისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, განვიხილეთ არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ანალიზის ჩათვლით“, - დაწერა ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში. ზალუჟნიმ და მილიმ სატელეფონო საუბარი ორ ოქტომბერსაც გამართეს.

მარკ მილი: ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე მარკ მილიმ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციაზე, რუსეთის სტრატეგიაზე, მის ხედვასა და ომის ამჟამინდელ ეტაპზე ისაუბრა. „რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს დრო თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის. ამავდროულად, ისინი აწარმოებენ ტერორის კამპანიას, აყენებენ მაქსიმალურ ტანჯვას უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას, რათა შეარყიონ უკრაინელების მორალი", - აღნიშნა მილიმ.  ასევე, მილის თქმით, დაბალია უკრაინის მიერ ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლების ალბათობა. ამერიკელმა გენერალმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკრაინაში „მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას“ ინარჩუნებს. „თუმცა, შესაძლოა, რუსეთმა ყირიმიდან გასვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შესაძლებელია", - დასძინა მილიმ.  

რამშტაინის შეხვედრამდე სამი დღით ადრე, გენერალი ვალერი ზალუჟნი პირველად შეხვდა გენერალ მარკ მილის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, დღეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის პირისპირ პირველად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მილისთან შეხვედრა პოლონეთში გაიმართა. „გენერალ მილის მადლობა გადავუხადე განუხრელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის [...] მოვხაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწრაფო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას,“ - ამის შესახებ ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“ დაწერა. გენერალმა მილიმ 16 იანვარს გერმანიაში მოინახულა ბანაკი, რომელშიც ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს წვრთნიან. 20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამშტაინში, უკრაინის მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც  უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გეგმები განიხილება.  

გენერალ მარკ მილის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი იქნება

აშშ-ს არმიის გენერლის მარკ მილის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი და „ძალიან სისხლიანი“ იქნება. მას არ უკვირს, რომ პროგრესი უფრო ნელია, ვიდრე ვარაუდობდნენ. „უკრაინელ სამხედროებს კარგად დანაღმული ტერიტორიების გადალახვა უწევთ, მაგრამ ისინი მაინც წინ მიიწევენ. ომი ქაღალდზე და ნამდვილი ომი - სხვადასხვა ცნებებია. ნამდვილ ომში ნამდვილი ადამიანები იღუპებიან. ძალიან რთული იქნება და არავის უნდა ჰქონდეს ზედმეტი ილუზიები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარკ მილიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

მარკ მილი: რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება. მილის თქმით, ჯერჯერობით გაუგებარია, რა ზეგავლენას იქონიებს ეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და რით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუმცა სტრატეგიულ დონეზე ნათელია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვან უთანხმოებას და დაბნეულობას. „ახლა ოკუპანტი ადგილებზე შექმნილ ვითარებასა და საკუთარ გადარჩენაზეა კონცენტრირებული“, - განაცხადა მილიმ.  

მარკ მილი: უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპის მიუხედავად, ის "შორს არის მარცხისგან." "ეს დაიწყო დაახლოებით ხუთი-ექვსი კვირის წინ, არსებობდა პროგნოზი გარკვეული წინსვლის შესახებ და ეს შენელდა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს განსხვავება ქაღალდზე ომსა და რეალურ ომს შორის. ეს არიან რეალური ადამიანები რეალურ მანქანებში, რომლებიც იქ ნამდვილად ასუფთავებენ ნამდვილ ნაღმებს და ისინი ნამდვილად კვდებიან," - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. მილიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულა.“ „მე არ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში, რადგან ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩადებენ რეზერვს და ა.შ. „ახლა ისინი ინარჩუნებენ თავიანთ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად და სტაბილურად მუშაობენ ყველა ამ დანაღმულ ველზე.”  

რომის პაპმა ამერიკელ გენერალ მარკ მილის უმასპინძლა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი მარკ მილი ორშაბათს ვატიკანში შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი.  როგორც მილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომის პაპთან საუბრიდან მან შეიტყო, რომ ის ძალიან შეშფოთებულია ადამიანების დაკარგული სიცოცხლის გამო უკრაინაში, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. „მას ძალიან აინტერესებდა ჩემი მოსაზრებების მოსმენა ომში არსებულ ვითარებაზე და ადამიანურ ტრაგედიაზე, რომელიც დატრიალდა უკრაინაში,“ - განაცხადა გენერალმა. „გასაოცარია 86 წლის პაპის ცოდნის სიღრმე მსოფლიო მოვლენების შესახებ. უბრალოდ იქ ყოფნა, მასთან საუბარი აქტუალურ თემებზე... ნამდვილი პრივილეგია იყო," - აღნიშნა მილიმ. AFP-ს ცნობით, ამავე შეხვედრაზე განიხილეს აფრიკის საკითხიც. ვატიკანს აუდიენციის დეტალები არ გაუსაჯაროებია. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, უკრაინაში მშვიდობისკენ რეგულარულად მოუწოდებს, ხოლო მისი წარმომადგენელი მატეო ზუპი მაისსა და ივნისში ეწვია კიევსა და მოსკოვს. ვატიკანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზუპი მალე პეკინში გაემგზავრება. ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ვატიკანმა მხარი დაუჭიროს კიევის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტას. რომის პაპის წარმომადგენელი საუბრობს, რა მიზნით იმყოფებოდა მოსკოვში  

მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს

ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს სავარაუდოდ, მალე მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „F-16-ების საკითხი ფაქტობრივად, წინ მიიწევს. ასე რომ, არსებობს სასწავლო პროგრამა და სავარაუდოდ, მალე მიიღებენ (უკრაინა, რედ.) F-16-ებს... არც თუ ისე შორეულ მომავალში", - ამბობს მარკ მილი იორდანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო არხთან Al-Mamlaka-სთან ინტერვიუში.  მან უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა და ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა წარმატებას კიევმა. „ცხადია, რომ მან ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია დღემდე. ახლა ტემპი, რომლითაც შეტევა მიმდინარეობს, იმაზე უფრო ნელია, ვიდრე კონტრშეტევის დამგეგმავებს ეგონათ,"- აღნიშნა მილიმ. უკრაინული ძალები ინტენსიურად გაწვრთნეს ევროპის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის რთული დაბრკოლებების გარღვევისთვის, რაც გააძლიერებს მის შესაძლებლობებს“, - განაგრძო აშშ-ის ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.  

ამერიკელი გენერალი: უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზი გაარღვიეს

კონტრშეტევის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის პირველი მთავარი თავდაცვითი სარტყლის გასწვრივ შეტევის წარმოება შეძლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ იორდანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ Al-Mamlaka TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მილიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული ჯარები მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდნენ თავდაცვის ხაზებს. მაგალითად, ასეთად მოიაზრება „ნაღმური ველები,“ „დრაკონის კბილები“ და „სატანკო თხრილები.“ „ეს არის „ძალიან რთული ნაკრები,“ რომელსაც უკრაინელები ებრძვიან," - ამბობს მარკ მილი. ამასთან, CNN 25 აგვისტოს იტყობინებოდა უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ არსებობს ნიშნები, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. თავის მხრივ, მილიმ ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან ნაადრევია იმის თქმა“, მიაღწია თუ არა უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას თუ მათი მცდელობა წარუმატებელია.მან ბრძოლას უწოდა „ძალიან სისხლიანი, ნელი, ხანგრძლივი და რთული.“ მარკ მილიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების „საკმაო ნაწილის“ გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულ ძალებს აქვთ „მნიშვნელოვანი ძალა დარჩენილი და ეს ჯერ არ ამოწურულა.“ ამავე ინტერვიუდან: მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 4 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გადაკვეთეს. მალიარმა განმარტა, რომ მტრის მიერ შექმნილი ბარიერები უკრაინელების მოძრაობას და საბრძოლო მოქმედებებს ართულებდა.  უფრო ადრე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერდა, რომ უკრაინის კონტრშეტევითი ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ.  ISW-ს წერდა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ რობოტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით“ და სავარაუდოდ, უფრო ფართო მიღწევები აქვთ მიმდებარე რაიონებში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. F-16 კონტრშეტევას „რადიკალურად შეცვლის“ - დანილოვი

გენერალი მარკ მილი ასახელებს დროს, რომელიც უკრაინას აქტიური კონტრშეტევისთვის დარჩა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინას 6 კვირა აქვს, ვიდრე ამინდის ცვლილება მის კონტრშეტევას შეაფერხებს. მარკ მილის შეფასებთ, წვიმა და ტალახი საბრძოლო უნარიანობაზე გავლენას მოახდენს. „ჯერ კიდევ არის დარჩენილი გონივრული დრო, ბრძოლისთვის ხელსაყრელი ამინდი ალბათ, დაახლოებით 30-დან 45 დღემდე იქნება,“ - ამბობს მილი. უფრო ვრცლად გენერალ მილის და ბრიტანელი ადმირალის, ტონი რადაკინის მოსაზრებებს ამ ბმულზე გაეცანით. ABC News: აშშ უკრაინას სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას გაუგზავნის  

მარკ მილი ჩარლზ ბრაუნმა შეცვალა

ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილიმ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გენერალ ჩარლს ბრაუნს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. მილის ეს პოზიცია ოთხი წლის განმავლობაში ეკავა. მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში უკრაინაც ახსენა. „ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში პუტინის აგრესიული ომის წინააღმდეგ და გავაძლიერეთ NATO-ს ალიანსი,“ - განაცხადა მარკ მილიმ. „ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი სამხედრო ძალების ინტეგრირებაზე ჩვენს სამსახურებში, ერთობლივ ძალებსა და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა შევაჩეროთ აგრესია,“ - განაცხადა ბრაუნმა. რაც შეეხება ჩარლზ ბრაუნს, ის აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი იყო. ბრაუნი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე მაისში დაასახელა. სენატმა მარკ მილის შემცვლელი 22 სექტემბერს დაამტკიცა.